ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტებზე მუშაობა შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს; სასწავლო პროექტების განხორცილებისას ისტ-ის ინტეგრირების საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად; ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვას, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
კურსის ხანგრძლოვობა 36 საათი, 9 დღე (დღეში 4 საათი);
აუცილებელია მინიმუმ 7 ტრენინგ დღეზე დასწრება ;
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი;
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 2 კრედიტი.
No comments:
Post a Comment